logo_geo
eng_logo
ნარმანიას საწინააღმდეგო აქციაზე მყოფი ადამიანი, რომელიც რიგით მოქალაქედ წარმოაჩინეს, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!
- +

25 აგვისტო. 2016. 21:12



მას შემდეგ, რაც მერიაში გამართულ თათბირზე დავით ნარმანიამ ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა, მაიმუნი და ვირიშვილი უწოდა, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმა ამოიღო, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები გააქტიურა და ახლა ყველა ერთ ხმაში ითხოვს თბილისის მერის გადადგომას.


სხვათა შორის, მისი გადადგომა ალეკო ელისაშვილმაც მოითხოვა, აქაოდა უზრდელიაო, მაგრამ სი დაავიწყდა ყოფილ ოპოზიციონერს, უზრდელობა რას ნიშნავს. წინა ხელისუფლების დროს მაიმუნო და ვირიშვილო კი არა, გინება და შესრულება ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა ისევ არასამთავრობოებს დავუბრუნდეთ.


ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიმავალ მერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლის თაობის" აქტივისტები სტვენით დახვდნენ და მერს გადადგომისკენ მოუწოდეს. ყველაზე საინტერესო კი ამის შემდეგ დაიწყო - ტელეკომპანია „რუსთავი-2"-მა რესპოდენტები ჩაწერა და მათ შორის რიგითი მოქალაქე ვატო ბაქრაძე. არადა, ვატო რიგითი მოქალაქე კი არეა, ნაციონალების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „აპრიორის" აქტივისტი და საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაძის უახლოესი მეგობარია.


რა გამოდის? ტელეკომპანიამ ზუსტად იცოდა, რომელი რიგითი მოქალაქე უნდა გაეჩერებინა და რიგით მოქალაქემაც ზუსტად იცოდა, რა უნდა ეთქვა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner