თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა ტერორიზმს უკავშირდებოდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შესაძლოა არასწორი იყოს ვთქვათ, რომ ეს დანამდვილებით ტერორისტული აქტი იყო, თუმცა ჩემი გუბერნატორები მეუბნებიან, რომ წინასწარი მონაცემებით, მომხდარი ტერორიზმს უკავშირება“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, აფეთქების ერთ-ერთი მონაწილე ქალია და ყველა დამნაშავე დაისჯება.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 6 დაღუპულის და 53 დაშავებულის შესახებ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.