logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ვისურვებ, რომ ევროკავშირის ახალმა ელჩმა დევიდ ლის განცხადებაზე კომენტარი გააკეთოს. თუ დადასტურდა ის, რაც ბატონმა ლიმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება
- +

14 ნოემბერი. 2022. 00:45

 

ირაკლი ზარქუა ევროპული ბიზნეს-ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ბატონი ლისგან მოვისმინეთ, რომ ამ კუბილიუსების ზემოქმედებით, ბატონი ჰარცელი, რომელიც იყო ევროკავშირის ელჩი, ძალადობდა განსხვავებული აზრის გამო და იძულებული გახადეს ეს ადამიანი გადამდგარიყო. ეს ტრაგედიაა. ვისურვებ, რომ ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს. თუ დადასტურდა ის, რაც ბატონმა ლიმ ბრძანა, ამას ისე ვერ გავატარებთ. ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ზარქუამ.

დევიდ ლიმ „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგი ევროპარლამენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტია, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში კი კორუმპირებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner