აღშფოთებული ვარ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, მინდა მათ შევახსენო - რომელ პოლიტპატიმრებზეა ლაპარაკი?! რომელი პოლიტპატიმარია სააკაშვილი, დამნაშავე კრიმინალი, რომლისთვისაც სამუდამო პატიმრობაც არ არის საკმარისი, იმდენი დანაშაული აქვს მას არა მარტო ხალხის, არამედ ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მართლაც რა ჯოჯოხეთურ წლებში ვიცხოვრეთ, ტირანიაში გავატარეთ ეს წლები. კეზერაშვილი, მართლაც ოლიგარქია, ასევე გვარამია, მეორე კრიმინალი, რასაც აკეთებდნენ არ დაგვიწყებია. მე მართლაც გაკვირვებული ვარ, როდესაც დავდიოდით ჩემსავით შვილმოკლული ხალხი და ვხვდებოდით ევროპარლამენტარებს, მიგვქონდა უამრავი დოკუმენტური მასალა, ვითომ ძალიან წუხდებოდნენ, მაგრამ ამით მთავრდებოდა - არ მახსენდება მათი აღშფოთება“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.