ოთარ ჩრდილელი საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
„ბიძინა ივანიშვილს...
1. თქვენ შეგიძლიათ ომი წააგოთ და მერე რუსთაველზე იცეკვოთ? არ შეგიძლიათ!-მიშას კი შეუძლია...
2. თქვენ შეგიძლიათ საჯიშე ბიჭები, ოჯახებიანად ამოწყვიტოთ რუსთაველზე, ნავთლუღში, ვერაზე, ოქროყანაში, ქუთაისში და შემდეგ ეს კლანურ გარჩევებს დააბრალოთ? არ შეგიძლიათ! -მიშას კი შეუძლია...
3. თქვენ შეგიძლიათ 12-14 წლის გვანცა ყუფარაძე და გიორგი ზერეკიძე ციხეში ჩასვათ 8-9 წლით? არ შეგიძლიათ!- მიშას კი შეუძლია...
4. თქვენ შეგიძლიათ აკადემიკოსი გურამ შარაძე დედაქალაქის ცენტრში მოკლან და საქმე არ გამოიძიოთ? არ შეგიძლიათ!-მიშას კი შეუძლია...
5. თქვენ შეგიძლიათ, სპეცნაზმი სკამზე დააყენოთ და ბიძინა-ბიძინა აყიჟინოთ? არ შეგიძლიათ!-მიშას კი შეუძლია...
6. თქვენ შეგიძლიათ, მინისტრს ,,ბიძო, მაგარია,, დააწერინოთ? არ შეგიძლიათ!- მიშას კი შეუძლია...
7. თქვენ შეგიძლიათ, უთენია ასობით ჟურნალისტი გამოყაროთ გამომცემლობიდან, ცემა-ტყეპით? არ შეგიძლიათ! -მიშას კი შეუძლია...
8. თქვენ შეგიძლიათ, ტელევიზიებს პირდაპირ ეთერში დუბინკებით და მასკი შოუთ შეუვარდეთ და დახუროთ? არ შეგიძლიათ!- მიშას კი შეუძლია...
9. თქვენ შეგიძლიათ, პარლამენტის თქვენივე სპიკერი, საძინებელში ჩაწეროთ? არ შეგიძლიათ! -მიშას კი შეუძლია...
10. თქვენ შეგიძლიათ, ციხეში გამოკეტილი უმწეო პატიმარი სასტიკად ცემოთ და უადგილო ადგილას, უტრიალოთ ნივთები? არ შეგიძლიათ!- მიშას კი შეუძლია...
11. თქვენ შეგიძლიათ, ეკლესია ,,ურალით,, შეანგრიოთ? არ შეგიძლიათ! -მიშას კი შეუძლია...
12. თქვენ შეგიძლიათ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფს, პატრიარქის სავარძელში ჩახეთქება? არ შეგიძლიათ!-მიშას კი შეუძლია...
13. თქვენ შეგიძლიათ, ღამით მილიონობით ლარის ქონება, ნოტარიუსს გააფორმებინოთ? არ შეგიძლიათ!-მიშას კი შეუძლია...
14. თქვენ შეგიძლიათ, პოლონეთის პრეზიდენტის სიცოცხლეს, საფრთხე შეუქმნათ? არ შეგიძლიათ!-მიშას კი შეუძლია...
15. თქვენ შეგიძლიათ, ხალხს ჩარეცხილები უწოდოთ? არ შეგიძლიათ!- მიშას კი შეუძლია...
და ა.შ.
P.S. თქვენ, ხალხი გენდობათ!!! აი მიშას კი-ეს, აღარ შეუძლია..."