„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში.“