საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. „თბილისი არენაზე“ ქართველი კალათბურთელები იტალიის ნაკრებს უმასპინძლებენ. ამ გუნდებს შორის 3 თვის წინ გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 7-ქულიანი სხვაობით წააგო.
7 თამაშის შემდეგ საქართველო სატურნირო ცხრილში 4 მოგებითა და 3 წაგებით მესამე ადგილზე და მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
იტალიასა და საქართველოს შორის შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.