„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის წინააღმდეგ მოქმედ პარტიებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ მალე დეტალურად გაასაჯაროებს თუ ვინ რა გააკეთა ფარულად იმისთვის, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა საქართველოში არ მომხდარიყო.
„ნაცები" და „რესპუბლიკელები" ეს ის ორი პარტიაა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას. სულ მალე დავასახელებ იმ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ფარულად ყველაფერს აკეთებდნენ რომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არ მომხდარიყო. ყველაფერი იქნება ფაქტებით და დასაბუთებულად, ძალიან ბევრ პოლიტიკოსსა და პარტიას აეხდება ფარდა, მთელი ერი დაინახავს ამ ფარისეველთა ნამდვილ სახეს.
P.S.დაისმება კითხვა თუ რას ველოდები? ველოდები საბოლოო დამადასტურებელ, უტყუარ ფაქტებს, რათა ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მხოლოდ სიტყვები არ იყოს. მხილების დრო დგება!"- წერს ბრეგაძე.