„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მარტივად ავხსნი, თუ მუდმივად რატომ იმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი!
უმთავრესი ერთი საკითხია - ვინ უპირისპირდება ივანიშვილს და ვის სურს ხელისუფლების დამხობა⁉
ჩამოვთვალოთ, ვინ არიან ეს ხალხი და რას წარმოადგენს ე.წ. ოპოზიცია.
მევახშე და ხალხისთვის ბინების წამრთმევი, კომკავშირის მდივანი - მამუკა ხაზარაძე!
ნარკოტიკების და ნარკობარიგობის ლობისტი - სამარცხვინოდ შარვალჩახდილი - გირჩი ჯაფარიძე!
პატიმრების წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული, ცხინვალის რეგიონის და კოდორის ხეობის გამყიდველი - მიხეილ სააკაშვილი!
მართლმადიდებლობის და ეკლესიის ნომერ პირველი მტერი, ციხის ჯალათი - გიგა ბოკერია!
ღვთისმშობლის მაგინებელი და ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი, ყოფილი პროკურორი - ნიკა გვარამია!
დათა და ბაჩო ახალაიები, კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, მეგის ქარდავა, „მასტერა“, კასტილიანი მანიაკი და ყველა ის, ვინც დედამ შვილი დაწყევლა!
ყველა ეკლესიის, ქრისტიანობის, ქართველობის, ტრადიციების, ეროვნულობის მტერი - ასევე მანიაკი, გარყვნილი, ავადმყოფი ერთად არის შეყრილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ამიტომ ლოგიკურია, რომ ყოველივე ეს არა თუ ასუსტებს, არამედ ბოლომდე აძლიერებს ივანიშვილს, რადგან ამ მოღალატეთა ჯოგს ის ძალიან ადვილად ამარცხებდა, ამარცხებს და დაამარცხებს!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.