logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მარტივად ავხსნი, თუ მუდმივად რატომ იმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი!
- +

14 ნოემბერი. 2022. 14:04

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მარტივად ავხსნი, თუ მუდმივად რატომ იმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი!

 

უმთავრესი ერთი საკითხია - ვინ უპირისპირდება ივანიშვილს და ვის სურს ხელისუფლების დამხობა

 

ჩამოვთვალოთ, ვინ არიან ეს ხალხი და რას წარმოადგენს ე.წ. ოპოზიცია.

 

მევახშე და ხალხისთვის ბინების წამრთმევი, კომკავშირის მდივანი - მამუკა ხაზარაძე!

 

ნარკოტიკების და ნარკობარიგობის ლობისტი - სამარცხვინოდ შარვალჩახდილი - გირჩი ჯაფარიძე!

 

პატიმრების წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული, ცხინვალის რეგიონის და კოდორის ხეობის გამყიდველი - მიხეილ სააკაშვილი!

 

მართლმადიდებლობის და ეკლესიის ნომერ პირველი მტერი, ციხის ჯალათი - გიგა ბოკერია!

 

ღვთისმშობლის მაგინებელი და ქრისტიანობის  შეურაცხმყოფელი, ყოფილი პროკურორი - ნიკა გვარამია!

 

დათა და ბაჩო ახალაიები, კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, მეგის ქარდავა, „მასტერა“, კასტილიანი მანიაკი და ყველა ის, ვინც დედამ შვილი დაწყევლა!

 

ყველა ეკლესიის, ქრისტიანობის, ქართველობის, ტრადიციების, ეროვნულობის მტერი - ასევე მანიაკი, გარყვნილი, ავადმყოფი ერთად არის შეყრილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ამიტომ ლოგიკურია, რომ ყოველივე ეს არა თუ ასუსტებს, არამედ ბოლომდე აძლიერებს ივანიშვილს, რადგან ამ მოღალატეთა ჯოგს ის ძალიან ადვილად ამარცხებდა, ამარცხებს და დაამარცხებს!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner