logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: ექსპორტი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკურ ზრდაშიც საკმაოდ სოლიდური წვლილი შეაქვს
- +

14 ნოემბერი. 2022. 14:54

 

 

„საქართველოს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული მონაცემები პანდემიური წლის გამორიცხვით საკმაოდ სტაბილურად პროგრესირებს. მაგალითად 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა წინა 2021 წლის წლიური ექსპორტის მოცულობას“, - ამის შესახებ ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა:

 

„აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკურ ზრდაშიც საკმაოდ სოლიდური წვლილი შეაქვს. შესაბამისად მისი შეუქცევადი ზრდა, ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებზე მეტყველებს.

 

პანდემიური 2020 წლის შემდეგ სტაბილურად იზრდება იმპორტის მაჩვენებელიც. 2022 წლის 10 თვეში ზრდა 33.3 პროცენტით განისაზღვრა და 10,680.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. იმპორტის ზრდა გაზრდილ შიდა მოთხოვნაზე მეტყველებს, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ერთგვარი ნიშანი და სტიმულია იმისთვის, რომ იმპორტშემცვლელი პროდუქტების საწარმოებლად ინვესტიციები მოიზიდონ“, - აცხადებს შოთა გულბანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner