კონსტანტინე გამსახურდია ალექსანდრე სულხანიშვილზე წერს:
„ალექსანდრე სულხანიშვილი კოლონელ (პოლკოვნიკი, რუს.) ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო. მას პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელიც 1921-1924 წლებში ოკუპანტების გასანადგურებლად განახორციელეს თეთცხენოსანი მხედრის პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა. 1924 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ იგი ემიგრაციაში გაჰყვა მეთაურს.
ალექსანდრე სულხანიშვილი აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა, როგორც კი შეიტყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვება 72 წლის შემდგომ პირველ მრავალპარტიულ და არასაბჭოური ტიპის არჩევნებში. მაგრამ ადამიანის გული ყველაფერს ვერ უძლებს, იგი საოცრად მყიფე შეიძლება გამოდგეს....
იგი გარდაიცვალა ჩამოსვლიდან მალევე, რაც სამშობლოს მიწაზე ფეხი დადგა. ფოტოზე ხედავთ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც თავის მხარზე მიაქვს გმირის სასვენებელი. (1990 წლის ნოემბერი)"