logo_geo
eng_logo
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციები დაამტკიცა
- +

14 ნოემბერი. 2022. 15:34

 

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე.

 

 „სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის“ და „ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - "დანერგე მომავალი" 2018-2020 წლების შესაბამისობის“ აუდიტის ანგარიშების შესახებ ჯგუფის რეკომენდაციები და მიგნებები  კომიტეტის სხდომაზე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, აუდიტის ჯგუფმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმულ ფაქტობრივად ყველა რეკომენდაციას  მხარი დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner