logo_geo
eng_logo
საქართველოს პატრიარქი რომის პაპს უსამძიმრებს
- +

26 აგვისტო. 2016. 00:46



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, იტალიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომის პაპს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.


"მის უწმინდესობას,

რომის პაპ ფრანცისკეს

 

თქვენო უწმინდესობავ,

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას იტალიის ქალაქ პერუჯაში და მის მიმდებარედ მომხდარი დიდი მიწისძვრის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა. თქვენი ხალხისა და ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში მინდა იცოდეთ, რომ ჩვენც თქვენს გვერდით ვართ და თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და იტალიის მოსახლეობას. შევთხოვ ღმერთს, მოანიჭოს იტალიას და მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობა და თვისი წყალობაპატივისცემით,

ილია II,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი",-ნათქვამია სამძიმრის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner