logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე კლინგენდაელის ინსტიტუტის მკვლევარებს შეხვდა
- +

14 ნოემბერი. 2022. 17:08

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კლინგენდაელის ინსტიტუტის მკვლევარებს შეხვდა, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის გეოპოლიტიკური როლის შესახებ ანგარიშს ამზადებენ.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ საერთაშორისო მკვლევარებს მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და რუსეთის უკანონო ქმედებებზე.

 

შეხვედრაზე  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner