logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: დიახ, გიული ალასანია არის კლასიკური ოლიგარქი. მას აქვს ბევრი ფული, მისი კომპანია (უნივერსიტეტი) ფლობს მედიას, კერძოდ კი „მთავარი არხის“ წილებს
- +

14 ნოემბერი. 2022. 14:30

 

 

„ალასანია ღიად ერევა პოლიტიკაში, დადის „ნაცმოძრაობის“ ოფისში, ნიშნავს და ათავისუფლებს კადრებს შვილის პარტიაში და ატარებს საკუთარ ინტერესებს... აი, ამიტომ აქვთ ატეხილი ვაი-ვიში „ნაცებს“, ამიტომ იპუტავენ ყველაფერს, ოღონდ ეს კანონი არ მიიღოს მმართველმა გუნდმა“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შესახებ სოციალურ ქსელში.

 

ნიკოლეიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ რატომღაც ავიწყდებათ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელმაც შვილის ძალაუფლებით გაძარცვა ქვეყანა და დიდძალი ქონება დააგროვა.

 

„ოლიგარქებზე და ოლიგარქიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას რატომღაც ავიწყდება სააკაშვილის დედა, რომელმაც შვილის ძალაუფლებით გაძარცვა ქვეყანა და დიდძალი ქონება დააგროვა. დიახ, გიული ალასანია არის კლასიკური ოლიგარქი. მას აქვს ბევრი ფული, მისი კომპანია (უნივერსიტეტი) ფლობს მედიას, კერძოდ კი „მთავარი არხის“ წილებს. ასევე, ალასანია ღიად ერევა პოლიტიკაში, დადის „ნაცმოძრაობის“ ოფისში, ნიშნავს და ათავისუფლებს კადრებს შვილის პარტიაში და ატარებს საკუთარ ინტერესებს... აი, ამიტომ აქვთ ატეხილი ვაი ვიში „ნაცებს“, ამიტომ იპუტავენ ყველაფერს, ოღონდ ეს კანონი არ მიიღოს მმართველმა გუნდმა“, - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner