„დღეიდან არც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე და არც უოლკერის ანალიტიკურ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, გთხოვთ აღარ შეგვაწუხოთ - ჯოჯოხეთის ფილიალს დედამიწაზე ისედაც ჰყავს თავისი გადაჭარბებული თაყვანისმცემლები“, - ამ სიტყვებით ეხმაურება„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკელი მაღალჩინოსნის კურტ უოლკერისა და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ამ ფოტომემატიანეში ყველაფერი „შესანიშნავია“, მათ შორის სიძეც - „ობიექტური“ და „მიუკერძოებელი“ ექს-დიპლომატი კურტ უოლკერი, ქართულ პოლიტიკაში დიდი „სპეციალისტი“. მის მეუღლეს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ - ია მეურმიშვილს, საერთოდ არ ვერჩი. აი, „მისი ცოლის დაქალები“ - მეჯვარე ეკა კვესიტაძე ამ „საოჯახო იდილიას“ ნამდვილად ამშვენებს და ამ cosa nostra-ს პოლიტიკურ „არაანგაჟირებას“ მხოლოდ ამძაფრებს... მაგრამ ყველა ბედნიერ ოჯახს სჭირდება მყარი ფინანსური საფუძველი. ამ კუთხით, რა თბილია ის მეორე ფოტოსურათი - სადაც ამა წლის ივლისის დღეებში, ლონდონში, მორიგი ბირმინგემელი პენსიონერისაგან თავისი „ქოლ-ცენტრებით“ ახეული ფულით, „დევნილი მედიამენეჯერი“ კეზერაშვილი უმასპინძლდება საქართველოზე „შეყვარებულ“ ვოლკერს. ისიც მიირთმევს, იღებს ამ დაპატიჟებას, პრინციპიდან: „ქურდის ქურდი - ცხონდება“. დღეიდან არც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე და არც უოლკერის ანალიტიკურ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, გთხოვთ აღარ შეგვაწუხოთ - ჯოჯოხეთის ფილიალს დედამიწაზე ისედაც ჰყავს თავისი გადაჭარბებული თაყვანისმცემლები“, - წერს ქართველიშვილი.