logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ყოფილი „მოროდიორი“ და აწ უკვე ოლიგარქი კეზერაშვილი და კურტ უოლკერი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომლის განცხადებებით საქართველო NATO-ში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე
- +

15 ნოემბერი. 2022. 12:00

 

 

„ყოფილი „მოროდიორი“ და აწ უკვე ოლიგარქი დავით კეზერაშვილი ყველამ იცით და კურტ უოლკერი კი სხვა და სხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე მომუშავე ამერიკელი მაღალჩინოსანი გახლავთ, რომლის განცხადებებით, საქართველო NATO-ში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის კურტ უოლკერის ლონდონში შეხვედრის ფაქტს, რომლის დამადასტურებელი ფოტომასალა 15 ნოემბერს გავრცელდა.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ისინი კულტურაზე არ ისაუბრებდნენ და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კეზერაშვილს რეზოლუციებში პოლიტდევნილის სტატუსით ვინმე მოიხსენიებს.

 

„კურტ უოლკერი და კეზერაშვილი... ყოფილი „მოროდიორი“ და აწ უკვე ოლიგარქი დავით კეზერაშვილი ყველამ იცით და კურტ უოლკერი კი სხვა და სხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე მომუშავე ამერიკელი მაღალჩინოსანი გახლავთ, რომლის განცხადებებით:

 

საქართველო NATO-ში უნდა გაწევრიანდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე...

 

ქართული სახელმწიფო მზად იყო ევროკავშირისათვის, თუმცა ახლა დაგვიანებულია, დემოკრატიული უკანსვლის გამო. (წარსულ მზადყოფნაში ალბათ, სააკაშვილის ხელისუფლება იგულისხმა...).

 

2022 წლის ზაფხულში შედგა მასა და კეზერაშვილს შორის შეხვედრა. არა მგონია ვინმე ფიქრობდეს, რომ მათი საუბარი კულტურასა და კინემატოგრაფიის განვითარებას შეეხო... ჰო და... რატომაა გასაკვირი, ოლიგარქ კეზერაშვილის რეზოლუციებში მოხსენიება და პოლიტდევნილის სტატუსით შემკობა?! ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული მოროდიორი, ყიდულობს ყველას და ყველაფერს. ეს უსამშობლო ნაძირლები დაწყებული, ჟურნალისტებით და დასრულებული საერთაშორისო გავლენის პერსონებით, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოში არეულობის მოსაწყობად! P.S. ისე ცნობისათვის, კურტ უოლკერის მეუღლე „ამერიკის ხმაში“ მუშაობს და ნუ გიკვირთ, ეს ლიბერალიზმის ფლაგმანი თუ პირდაპირ მტრობს ქართულ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებს“, - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner