logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი კურტ ვოლკერზე: ეს ის „ყმაწვილია“, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს და საქართველოს ნატოში „ექაჩება“, ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე!
- +

15 ნოემბერი. 2022. 12:25

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის, კურტ უოლკერის შეხვედრის ფოტოს და წერს, რომ კურტ უოლკერი ის „ყმაწვილია“, რომელიც საქართველოს ნატოში „ექაჩება“, ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე!

 

„რა არის ახლა ქვემოთ მოყვანილ სურათებში უჩვეულო ან გასაკვირი? კაცმა რომ თქვას არაფერი, ერთგან ორი ადამიანი მენიუს უყურებს, მეორე კი ქორწილის სურათია. რა არის ამ სურათებში ყველაზე ლამაზი, გეთანხმებით თაიგული, დიახ, ყვავილების თაიგული! რაც შეეხება ადამიანების თაიგულს, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ძებნილი, ბრალდებული, „ნაცების“ და მათი ტელევიზიების დამფინანსებელი კეზერაშვილი, „კრიტიკული“ მედიის „თვალსაჩინო“ წარმომადგენელი ეკა კვესიტაძე და „ჩვენი ამერიკელი მეგობარი“ კურტ უოლკერი! კეზერა და კვესიტაძე კი ვიცით ვინც არიან, უოლკერზე კი შეგახსენებთ, ეს ის „ყმაწვილია“, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს (განსხვავებით წინა ხელისუფლებისა), და საქართველოს ნატოში რომ „ექაჩება“, ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე! ხოდა, ამ ფონზე და ამ სურათებში ყვავილების თაიგული რომ არის ყველაზე ლამაზი, რა გასაკვირია!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner