logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამერიკაში საჯარო პირთათვის უდიდესი 'ცოდვაა' კრიმინალებთან ურთიერთობა. გამონაკლისია კურტ უოლკერი და რადიკალების ლობისტთა კლასტერი
- +

15 ნოემბერი. 2022. 13:35

 

 

„მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კურტ უოლკერი გამოირჩევა საქართველოსადმი რევანშისტების სტანდარტული გზავნილების რეტრანსლირებით, მისი მეუღლეა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი. ამ უკანასკნელის მედია-პროდუქცია ერთი ერთშია ნაცპროპაგანდასთან. ქალბატონი მეურმიშვილის ხელისმომკიდეა „ზეინტელექტუალი“ ეკა კვესიტაძე“, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

 

აბაშიძე, ასევე, აღნიშნავს, მაკკეინის ინსტიტუტის თბილისურ შაბაშებს, სადაც იკრიბებიან კარგად ნაცნობი კრებსითი ფონ კრამონები და კრამერები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკაში.

 

„ამერიკაში საჯარო პირთათვის უდიდესი 'ცოდვაა' კრიმინალებთან ურთიერთობა, გამონაკლისია კურტ უოლკერი და რადიკალების ლობისტთა კლასტერი. ეჭვგარეშეა, რომ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა უოლკერმა მშვენივრად იცის თუ ვინაა ავაზაკი კეზერაშვილი, თუმცა გვახსენდება ლაიზა მინელის უკვდავი სიმღერა - Money makes the world go round! შეგახსენებთ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კურტ უოლკერი გამოირჩევა საქართველოსადმი რევანშისტების სტანდარტული გზავნილების რეტრანსლირებით, მისი მეუღლეა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი. ამ უკანასკნელის მედია-პროდუქცია ერთი ერთშია ნაცპროპაგანდასთან. ქალბატონი მეურმიშვილის ხელისმომკიდეა „ზეინტელექტუალი“ ეკა კვესიტაძე. გაგახსენებთ, ასევე, მაკკეინის ინსტიტუტის თბილისურ შაბაშებს, სადაც იკრიბებიან კარგად ნაცნობი კრებსითი ფონ კრამონები და კრამერები, ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკაში; მავნებლური ნაცპროპაგანდის მამხილებელი ჩვენი პოლიტიკური აქტორებისა და მედიის უაზრო დამუნათების რბოლაში და ა.შ. ფაზლიც აეწყო. ისევ მინელის დავესესხები: Money makes the world go around It makes the world go 'round. … A mark, a yen, a buck or a pound A buck or a yen A buck or a pound. Is all that makes the world go around That clinking, clanking sound Can make the world go 'round … Money money money money Money money money money Money money money...“ - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner