logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და პრინციპულობით
- +

15 ნოემბერი. 2022. 14:35

 

 

 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად აღდგა პანდემიის შემდეგ, ჩვენ შარშან საკმაოდ სწორი და გონივრული ნაბიჯები გადავდგით, შარშან გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელსაც, მიუხედავად გამოწვევებისა გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 9 თვეში 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით პროგრესი აქვს.

 

„მთელი ინდუსტრია და ბიზნესი არის გააქტიურებული. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი, მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ჩვენი პრინციპულობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner