logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ასე აპირებენ „დეპოლარიზაციას“ ნაცები, სინამდვილეში კი ხელები ეფხანებათ რევანშზე
- +

15 ნოემბერი. 2022. 15:05

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის ფეისბუქ სტატუსს, რომლის თანახმად გრიგალაშვილი აღნიშნავს, რომ „ხერსონში უკრებმა მოღალატეები ბოძებზე გააკრეს, „ქოცების“ ჩამოცილების შემდგომ ათამდე ბოძი თბილისშიც დაგვჭირდება“.

 

„ასე აპირებენ „დეპოლარიზაციას“ ნაცები, სინამდვილეში კი ხელები ეფხანებათ რევანშზე. თუმცა, ვის უნდა გაუკვირდეს ცნობისთვის, ეს არის სულხან მოლაშვილზე შეკერილი საქმის პროკურორი“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner