„ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო - საქართველო საიმედო პარტნიორია! საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, 12-პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა, დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული - ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
რაც შეეხება „პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მედიამენეჯერს“, რაზეც ოლივერ ვარჰეის პასუხი იყო - რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?!
როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, დასკვნა მარტივია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს - კანონდამრღვევი კანონდამრღვევია.
„ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერმინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო კერძოდ: საქართველო საიმედო პარტნიორია! საქართველოს ეკონომიკა ვითარდება! 12-პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა! დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული (ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს) პოლიტპატიმარი სააკაშვილი და მედიამენეჯერი... („მთავარი არხის“ მიერ დასმული კითხვა) პასუხი - რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?! მარტივი დასკვნა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს - კანონდამრღვევი კანონდამრღვევია! არანაირი პოლიტპატიმარი პრეზიდენტი და პოლიტპატიმარი მედიამენეჯერი! წერტილი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე.