logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციისთვის რუსეთი იმაზე ახლობელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
- +

15 ნოემბერი. 2022. 17:45

 

 

„რამდენიმე დღის უკან გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ჯუნიორის განცხადებიდან ირიბად იკვეთება, რომ მისთვის პრიორიტეტი არა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ არ მინიჭებაა, რაც მისი აზრით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მარცხს გამოიწვევს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებას გაურბის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს:

 

„როგორც ჩანს სტრატეგია აღმაშენებელს არჩევნებამდე ლოდინი არ შეუძლია, რისი დასტურიც ყოფილი „ნაცის“ (ნაციონალური მოძრაობის შემომწირველია) პაატა მანჯგალაძის განცხადებაა, „როცა დოკუმენტურად გვექნება დადასტურებული, რომ კვლავაც არ მივიღებთ სტატუსს „ქართული ოცნების“ დამსახურების გამო, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში უნდა გავიდეთ და მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებას“.

 

ევროკავშირმა გასაგებად თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა პოზიცია-ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა. ოპოზიცია ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებას გაურბის, ისინი (ოპოზიცია) კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს. სტატუსის არ მიღების შემთხვევაში კი მზად არის ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვოს.

 

რევოლუციური სცენარი, არეულობა, ქვეყნის მუდმივი რყევა და არასტაბილური გარემო რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურება, არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული ოპოზიცია და სტრატეგია აღმაშენებელი რუსულ საქმეს აკეთებს, მაგრამ ვხედავ რა მათ კოალიციას ხოშტარიასთან (რომელიც რუსული ფულით ფინანსდება), მიმყარდება განცდა, რომ ქართული ოპოზიციისთვის რუსეთი იმაზე ახლობელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner