რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მასიური თავდასხმა პასუხია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლაზე G20-ის სამიტზე.
„ვინმეს ჰგონია, რომ კრემლს ნამდვილად სურს მშვიდობა? კრემლს უნდა მორჩილება, მაგრამ საბოლოოდ ტერორისტები ყოველთვის მარცხდებიან“, - განაცხადა ერმაკმა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტები ორ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.