logo_geo
eng_logo
მერია საგზაო უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამას იწყებს
- +

26 აგვისტო. 2016. 03:26



თბილისის მერია "საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების" პროგრამას იწყებს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


"ქალაქის მთავრობა მზადაა დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს: საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დაცვას, პარკირებისა და ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელობას, ველოსიპედებისა და ფეხითმოსიარულეების ბილიკების რეკლამირებას.

 

დაინტერესებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 20 სექტემბრამდე საპროექტო განაცხადი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა წარადგინონ. გამარჯვებულებს მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს.

 

გთხოვთ, საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გასაცნობად მიჰყვეთ ბმულს - http://tbilisi.gov.ge/news/2873

 

საკონტაქტო პირი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) მობ: (577) 220 770"- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner