logo_geo
eng_logo
ოლივერ ვარჰეიმ ოპოზიცია დატუქსა, როდესაც განაცხადა, რომ საერთო მიზნის ირგვლივ ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს - დავით ჩიხელიძე
- +

15 ნოემბერი. 2022. 21:06

 

„დღეს ირაკლი ღარიბაშვილისა და ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა საინტერესო მესიჯები გააჟღერა და ყველას აჩვენა, რომ საქართველო ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ეროვნული ინტერესების გატარებას ახორციელებს და ყველასგან ურთიერთპატივისცემას და თანასწორობას მოითხოვს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი სტუმარმაც დაადასტურა:

პრემიერმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. (ვუსწრებთ ევროპის ყველა ქვეყანას). სასიხარულოა, რომ საქართველოს ეკონომიკური (არამხოლოდ) პროგრესი სტუმარმაც დაადასტურა.

მნიშვნელოვანი იყო ევროკომისრის შეფასებები, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი, ეს განსაკუთრებით სასამართლო სისტემას შეეხება, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს. მან, ასევე, განაცხადა, რომ არ იცნობს ნიკა გვარამიას საქმეს, რაც მინიშნებაა, რომ მისთვის ნიკა გვარამია მნიშვნელოვანი არ არის.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს დეოლიგარქიზაციის შესახებ განცხადება, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება კანონის კონკრეტულ ადამიანზე მორგება. ბატონი კომისარი ევროკავშირს წარმოადგენს, მისი განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, შესაბამისად აზრს კარგავს კონკრეტული ევროპარლამენტარის განცხადებები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს ახმოვანებენ!

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი განცხადება, ბატონმა ოლივერმა ოპოზიცია დატუქსა, როდესაც განაცხადა, რომ საერთო მიზნის ირგვლივ ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს. ოპოზიცია კი რას აკეთებს? არალეგიტიმურ სამუშაო ჯგუფებს ქმნის და სტრასბურგში ვიზიტს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებისთვის იბრძვის“, - აცხადებს ჩიხელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner