logo_geo
eng_logo
აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს
- +

15 ნოემბერი. 2022. 21:11

 

აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

როდესაც მსოფლიო ლიდერები G20-ის სამიტზე იკრიბებიან, რათა განიხილონ მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner