logo_geo
eng_logo
Associated Press: პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი
- +

15 ნოემბერი. 2022. 23:46

 

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომლის აფეთქებასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner