logo_geo
eng_logo
ესტონეთის საგარეო უწყება: ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი
- +

16 ნოემბერი. 2022. 00:18

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

უახლესი ამბები პოლონეთიდან დიდ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და ალიანსის სხვა წევრებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, - განაცხადეს ესტონეთის საგარეო უწყებაში.

მანამდე სააგენტო Associated Press-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომლის აფეთქებასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner