logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ბადრი ბასიშვილი იყო „ზონდერების“ ხელმძღვანელი!
- +

26 აგვისტო. 2016. 03:27



„ნაციონალური მოძრობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი ხელისუფლებას მათ წევრებსა და აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ექსპერტი მამუკა არეშიძე ბასიშვილის ამ განცხადებას „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ეხმაურება:


"ბადრი ბასიშვილის განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! "ნაციონალების" მმართველობისას ბადრი ბასიშვილი იყო "ზონდერების" ხელმძღვანელი და გორის რაიონში რაც კი ზეწოლა და უბედურება ტრიალებდა, მაგის ხელით კეთდებოდა. ახლა როგორ იღებს ხმას, არ ვიცი! ან ვინ დაუჯერებს მაგას?! ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუ ასეთი რამ ხდება, ცუდია. ეს უნდა გამოიძიონ და ყველაფერი გაკეთდეს მის აღმოსაფხვრელად, ოღონდ ბასიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა ლაპარაკობდნენ ვინმეს შევიწროებაზე. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში შევარდნასა და მინების დალეწვას, რა ვთქვა, აბა, ერთი ძმა შეუვარდა მეორეს, იმიტომ, რომ არ უნდა თურმე, მისმა ძმამ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყაროს კენჭი, ანუ გოგლიძე შეუვარდა გოგლიძეს.. კომიკური უფროა ეს ყველაფერი..." , - აცხადებს არეშიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner