„კბილებით ვიცავდი ყოველთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ახლა რომ „ნაცებს“ ეხმარებიან, თან კეზერას შუამავლობით, როგორ არ დავინახო?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის გამოქვეყნებულ წერილს, სადაც შათირიშვილი ამერიკელების და ყოფილი თავდაცვის მინისტრის კავშირებზე საუბრობს.
როგორც ლატარია წერს, კეზერაშვილისა და უოლკერის შეხვედრამ ყველაფერი დაადასტურა.
„ჩემ და სამწუხაროდ, უნდა დავეთანხმო. კბილებით ვიცავდი ყოველთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ახლა რომ ნაცებს ეხმარებიან, თან კეზერას შუამავლობით, როგორ არ დავინახო? კეზერასა და უოლკერის შეხვედრა, ეს ხომ ყველაფრის დადასტურებაა? რით ვერ შეიგნო მსოფლიომ, რომ ჩვენ გვყავდა მანიაკები ხელისუფლებაში და ამერიკა კი არა, მთელი სამყარო რომ დადგეს მათ გვერდით, ისინი მაინც ვერ მობრუნდებიან!!! შანსი არის ნული“, - წერს ლატარია.