logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ასეთი ლობიზმი, რომელიც ასაზრდოებს რადიკალიზმს, არ შეჩერდება, პირიქით უფრო აქტიურად გაგრძელდება 2024 წლამდე, რათა რამენაირად მოხდეს ხელისუფლების, სასურველი ძალებით ჩანაცვლება
- +

16 ნოემბერი. 2022. 16:27

 

 

„მინდა გამოვეხმაურო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ვრცელ წერილს, სადაც სწორი აქცენტებია გაკეთებული საფრთხეებზე და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რათა დროულად იქნას არიდებული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა დაგეგმილი“, - წერს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შესახებ.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ასეთი ლობიზმი, რომელიც ასაზრდოებს რადიკალიზმს და მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, არ შეჩერდება. პირიქით, უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გაგრძელდება 2024 წლამდე.

 

„მინდა გამოვეხმაურო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ვრცელ წერილს. სადაც, სწორი აქცენტებია გაკეთებული საფრთხეებზე და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რათა დროულად იქნას არიდებული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა დაგეგმილი. ავტორის თქმით, კეზერაშვილისა და უოლკერის შეხვედრაზე ინფორმირებული იქნებოდა შტატები. მეტიც, ევროკავშირისა და ნატოს წევრი გერმანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აწარმოებს გამოძიებას, წარმოუდგენელია ასეთი რეზონანსული საერთაშორისო დანაშაულის ფიგურანტ ყოფილ მინისტრზე, არ სცოდნოდათ მისი ადრეული თაღლითობებისა და ახლანდელი პოლიტიკური მიზნების შესახებ, რაც ქართული რადიკალი პოლიტიკოსების, მედია-პლატფორმებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გულისხმობს. ასეთი ლობიზმი, რომელიც ასაზრდოებს რადიკალიზმს და მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ არ შეჩერდება, პირიქით უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გაგრძელდება 2024 წლამდე, რათა რამენაირად მოხდეს ხელისუფლების, სასურველი ძალებით ჩანაცვლება. ამორალურია, როდესაც შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია, საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს საერთაშორისო თაღლითს“, - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner