logo_geo
eng_logo
„ეს ინჩერენ ანუმ ?!.“
- +

16 ნოემბერი. 2022. 16:23

 

 

თუ მიხეილ სააკაშვილი ნეიტრალური არ იქნება, პარტიის არჩევნები აზრს დაკარგავს, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების მიშას შეხედულებას გაიზიარებს და არჩევნებს აზრი არ ექნება - ეს სიტყვები ნაცბანდის ერთ-ერთ მთავარ „საყრდენს“, ფორმალურად პარტიის მეორე პირს, პეტრე ცისკარიშვილს ეკუთვნის.

 

გაიგეთ, რა ხდება, ხალხო?! 50/50 -ზე ალბათობის მარცხის შიშით შეპყრობილი „გენმდივნის“ გოდება (სხვა შეფასების პოვნა გამიჭირდება) ჩვეულებრივ, ხალხურ ენაზე რომ მოვთარგმნოთ - პარტიულ არჩევნებამდე, ნახევარი მილიონი ხმის მომტანი მამა-მარჩენალის კრინტი არ გევიგონოთ, მაგისი სუსი არ იყოსო(!)...

 

წლების მანძილზე ერთადერთ და განუმეორებელ მამა-წინამძღოლად წოდებულის ერთი ხელის მოსმით უარმყოფელი პეტრეს მიერ ამოყრანტალებული ამ ერთი წინადადებიდანაც ჩანს, რა კატასტროფის წინაშეც იმყოფება ეს უსამშობლო უძღებ გვამთა კასტა.

 

ძალიან მაგარი ამბავია, ძა-ლი-ან!.. როგორც „ლაზურნი“ ბუბას მეგობარი რუბიკა იტყოდა - „ეს ინჩერენ ანუმ?!.“

 

დღევანდელი გადასახედიდან უკვე ყველა ნათლად ხედავს, რომ საფიცარი ლიდერის „ალალ და უსაყვედურო“ ოთხ კედელში მოხვედრიდან მოკლე დროში, კეზერას „სასტავმა“ თანდათან, აფიშირების გარეშე (რა იცი რაში გამოგვადგებაო) დაიწყო მისგან, როგორც უსარგებლო ტვირთისგან, დისტანცირება. რაც შეეხება მელიას, მას „კიდევ ერთხელ უღალატა ინტელექტმა“ და კეზერასგან განსხვავებით, ღიად და საჯაროდ უგანა გისოსებთან ვერადაპტირებულ მაღალღეროვან ჩამქრალ შუქურას, როცა პირდაპირ ეთერში დააბრეხვა - „ეგ რა ჩემი მეგობარიაო“, თანაც ისე გამოუვიდა (ინტონაციით და გამომეტყველებით) - საქმეს სჭირდება, თორემ ჩემდა თავად მაგასთან ჭიქის ამწევის ყველა კაიო.

 

კაცი ბჭობდაო და... ამ უღმერთოების დოღში, შედეგის ინტერესიდან გამომდინარე, ყველა მხარის („პუსტა-პუსტა“ კანდიდატების ჩათვლით) „მთავარ საპროგრამო განაცხადს“ ბელადის განთავისუფლებისთვის ბრძოლის პირობა წარმოადგენს. ნეტა პეტრე „გენმდივანმა“ თვითონ მოიფიქრა, თუ ვინმე „უფრო ჭკვიანმა“ უკარნახა, რომ ამ „ტვინების „პოლიტიკურ“ ჭიდილში“, რომლის წითელი ხაზიც „პოლიტპატიმრების“ გამოხსნაზე გადის, თურმე დიადი მიზნის ადრესატს არაფერი არ უნდა ეკითხებოდეს(?).

 

კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ - თურმე „ქართული სახელმწიფოს დამაარსებელმა“ ვერ უნდა გაბედოს იმაზე ფიქრიც კი, თუ რომელ კანდიდატს უფრო ენდობა მისი პირადი თავისუფლებისთვის „ბრძოლის“ საქმეში: ქვედა დინებებით მოსრიალე „პროევროპელ“ (ანუ მთელი ევროპის პენსიონერების რისხვა) კეზერაშვილს, „აზრების გიგანტ“ მელიას, თუ „ოჯახის ფავორიტ“ ჩალაძეს (ვაი, საქართველო) - მართლა მაგარი ამბავია...  

 

ბიძინა  დვალი

 

16.11.2022 წ. 

 

P.S. - ეს ყველაფერი იქეთ იყოს და... ჩემო მკითხველო, ჩვენ მაინც ხომ კარგად ვიცით, რომ ზემოთ აღწერილი გადახტომა-გადმოხტომები თამაშია, უნიჭო თამაში, რადგან დიდი ხნის წინ გაიშიფრა მისი არსი. ნაცსექტის ბედის ირონია იმაშია, რომ პარტიად წოდებული ამ მარიონეტების თეატრის სახელით გადაწყვეტილებების მიმღები სუბიექტი არა აეროპორტის გზაზე არსებული ოფისიდან, არა ლონდონიდან, არა „ვივამედის“ პალატიდან, არამედ ორმოცდაათი ვარსკვლავით დაცული დიღმის რეზიდენციიდან მართავს მთელ ამ პროცესს და რასაც მისი დღევანდელი დიასახლისი, დეიდა კელი ბრძანებს (როგორც ადრე ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ), ისე დაისმება წერტილები ყველა გადაწყვეტილების ბოლოში.

 

შარშან, ოქტომბერში, მორიგი ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ მათ მიერ ჩამოწერილი „დამჭკნარი ქინძი“ ჩაერევა თუ არ ჩაერევა ოცდაათი წლის მანძილზე ნაძერწი სატელიტების „რებრენდინგის“ კარგად გასაღების მიზნით დაგეგმილ პროექტში, ესეც მაღალი თეთრი კედლების სიღრმიდან წამოსულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner