logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: კურტ უოლკერის უკრაინაში საქმიანობა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული პროცესების მართვა და მათში ჩართული „ლიდერშიფის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
- +

16 ნოემბერი. 2022. 16:27

 

 

„ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე - დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე - საუბარია კურტ უოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში.

 

„ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე - დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე. აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე - საუბარია კურტ უოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში. და თუ რომელიმე აშშ-ს ოფიციალური პირი შეეცდება კურტ უოლკერს გაემიჯნოს: „ჩვენ რა შუაში ვართ“ - ფორმულირებით, ჩვენც ზრდილობიანად შევასწოროთ: „შუაში კი არა - თავში!“.

 

უკრაინაში სამწლიანი მივლინება იმდენად დაუფასდა, რომ 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან, კურტ უოლკერი გვევლინება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად, რაც მისი ამჟამინდელი საქმიანობის დაფინანსების „შენიღბვად“ შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო თვით ამ საქმიანობაში - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული პროცესების მართვა და მათში ჩართული „ლიდერშიფის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე გავაგრძელოთ - თქვენ შეეცდებით, ჩვენ - გამხილებთ და არ გეგმებს ჩაგიშლით. A la guerre, comme a la guerre!“, - წერს ქართველიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner