სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბელგიის ქალაქ შიმეში, სპორტული ცენტრის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
ქვეყნის შსს ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სპორტული ცენტრის ნაწილი ჩამოინგრა.
ქალაქ შიმეში, რომელიც ბრიუსელიდან 90 კილომეტრში მდებარეობს, 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.