logo_geo
eng_logo
უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 19 თებერვლამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
- +

17 ნოემბერი. 2022. 01:38

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 19 თებერვლამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

8 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner