logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერი: დაშვება, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა იყო, ძალიან ცოტა რამეს ცვლის
- +

16 ნოემბერი. 2022. 01:14

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაკეტა, რომელმაც პოლონეთში აფეთქება გამოიწვია, რუსული არ იყო.

ჯორჯია მელონის თქმით, უკრაინაში ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში კვლავ მოსკოვია დამნაშავე.

დაშვება, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა იყო, ძალიან ცოტა რამეს ცვლის“, - აღნიშნა მან.

იტალიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული.

წინასწარი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ, რომელიც გაშვებული იყო უკრაინული ტერიტორიის რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა უკრაინის ბრალი. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner