უშიშროების სამსახურის ცნობით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც BBC იტყობინება, აფეთქება ჯიზრეში მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ჯიზრეში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქურთია.