logo_geo
eng_logo
Goal-მა ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა საუკეთესო ათეულში შეიყვანა
- +

16 ნოემბერი. 2022. 22:31

გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Goal-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა საუკეთესო ოცეული დაასახელა, სადაც მე-10 ადგილზე საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

გამოცემა კვარაცხელიას ევროპული სეზონის ამ დროისთვის მთავარ აღმოჩენას უწოდებს და აღნიშნავს, რომ „კვარადონა“ დაეხმარა „ნაპოლის“ სერია A-ში ლიდერობის მოპოვებაში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში.

„არანაირი სტატისტიკა არ უსვამს ხაზს მის წვლილს იმაზე უკეთესად, ვიდრე ის ფაქტი, რომ ის გოლებისა და საგოლე გადაცემების ჯამური მაჩვენებლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი მან ტრავმის გამო გამოტოვა“, - წერს გამოცემა.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი – პსჟ/არგენტინა;

2. ნეიმარი – პსჟ/ბრაზილია;

3. კილიან მბაპე – პსჟ/საფრანგეთი;

4. ერლინგ ჰოლანდი – „მანჩესტერ სიტი“/ნორვეგია;

5. რობერტ ლევანდოვსკი – „ბარსელონა“/პოლონეთი;

6. ვინისიუს ჟუნიორი – „რეალ მადრიდი“/ბრაზილია;

7. კევინ დე ბრუინე – „მანჩესტერ სიტი“/ბელგია;

8. ჯამალ მუსიალა – „ბაიერნი“/გერმანია;

9. მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“/ეგვიპტე;

10. ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლი“/საქართველო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner