logo_geo
eng_logo
პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
- +

16 ნოემბერი. 2022. 22:32

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გააცნო.

დოკუმენტი კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შედეგებს მოიცავს. მასში ასახულია 2021 წელს გაზისა და ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე ძირითადი მოვლენები და ტენდენციები. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომისიას, 2021 წელს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა.

რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შიდა აუდიტი, რომლის შესაბამისადაც დადგინდა, რომ მარეგულირებელი კომისია პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის განმავლობაში მარეგულირებელ კომისიაში განხორციელდა და გამოყო ის ახალი რეგულაციები რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად არის დადგენილი.

მომხსენებელმა ისაუბრა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე, რომლის ფარგლებშიც კომისიამ აქტიური ადმინისტრაციული ნორმათშემოქმედებითი საქმიანობა განახორციელა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ურთიერთობების მარეგულირებელ არაერთ კანონქვემდებარე აქტში.

„წლის განმავლობაში კომისია აქტიურად მუშაობდა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ნაწილში და ამ პერიოდში 20-მდე ახალი კანონქვემდებარე აქტი და რეგულაცია იქნა მიღებული, რომლითაც მომზადდა სამართლებრივი ბაზა ბაზრის გახსნისთვის ელექტროენერგიის სექტორში და პარალელურად დაიწყო მუშაობა გაზის სექტორში ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ნორმატიული ბაზის მომზადებაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან ასევე ისაუბრა კომისიაში გატარებული რეფორმების შედეგად ახლად დანერგილ სერვისებზე, რამაც მომხმარებელს კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა გაუადვილა. დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომის და ზამთრის განმავლობაში ტარიფების ზრდა დაგეგმილი არ არის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner