logo_geo
eng_logo
2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
- +

17 ნოემბერი. 2022. 11:08

 

 

2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით.

 

2022 წლის ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337,345,577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126.4% აღდგენაა, 2021 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +195,063,713 (+137.1%) აშშ დოლარით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner