logo_geo
eng_logo
ბოლივიის შს მინისტრის მოადგილე მაღაროელებმა ცემით მოკლეს
- +

26 აგვისტო. 2016. 11:22



BBC- ს ცნობით, ბოლივიაში მომიტინგე მაღაროელებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოკლეს.


ამის შესახებ შს მინისტრმა კარლოს რომერომ განაცხადა.  მისი ინფორმაციით, როდოლფო ილიანესი მაღაროელებმა მაშინ მოკლეს, როცა ის მათთან მოსალაპარაკებლად მივიდა.


შსს-ს ცნობით, მაღალჩინოსნის გარდაცვალების მიზეზი მის წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალადობა გახდა.


უკვე ორი კვირაა, ბოლივიაში მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


ამ პერიოდის განმავლობაში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, რასაც ორი მაღაროელი ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner