logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა
- +

17 ნოემბერი. 2022. 14:00

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ისრაელის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრეთ კულტურის დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობასა და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, განვიხილეთ კულტურის მიმართულებით ერთობლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა და პერსპექტივები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner