თბილისის მერი დავით ნარმანი დღეს, 16:00 საათზე, საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარდგება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე თბილისის მერის მოხსენებას მოისმენენ.
დავით ნარმანიას თქმით, ის საკრებულოს სხდომაზე ყველა კითხვას უპასუხებს.