logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

17 ნოემბერი. 2022. 14:24

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.

  

მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე, აგრეთვე, ხალხებს შორის მტკიცე კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირები. 

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. დეტალურად მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

  

აგრეთვე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პარლამენტების საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობას.

  

შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მხრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებისა და დიალოგის ხელშეწყობის გაგრძელების მზაობა.

  

შეხვედრაში ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის და საქართველოს პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner