logo_geo
eng_logo
ვაკეში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები
- +

17 ნოემბერი. 2022. 16:01

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ვაკეში, მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში  უკვე მოეწყო ახალი სადრენაჟე სისტემა, ხოლო სასმელი წყლის მაგისტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია.

 

პროექტს ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „რეხა 20“.

 

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გამყოფი ხაზის პირა და მაღალმთიან სოფელ ვაკეში მცხოვრებ ოჯახებს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner