logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
- +

17 ნოემბერი. 2022. 16:13

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოქსფორდში  ,,ოქსფორდის კავშირში" ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის"  ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.

 

„ოქსფორდის კავშირში" საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი.

 

ოქსფორდის კავშირის ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია” დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაში “Globalize UK 2022“.

 

პრეზიდენტი ქალაქ კარდიფში, რაგბიში, უელსის და საქართველოს ნაკრებების შემოდგომის ტესტ მატჩს დაესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner