logo_geo
eng_logo
შემოწმების ფარგლებში, შავ და კასპიის ზღვებში რუსული ხომალდები გავიდნენ
- +

26 აგვისტო. 2016. 11:28



BBC-ს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადებული მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში, შავ და კასპიის ზღვებში რუსული ხომალდები გავიდნენ.


საუბარია შავი ზღვის ფლოტის 15-ზე მეტ ხომალდზე და კასპიის ფლოტილიის 10-ზე მეტ საბრძოლო ხომალდზე.


რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გუშინ დაწყებული მოულოდნელი შემოწმება 31 აგვისტომდე გაგრძელდება.


როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, შემოწმების მიზანია „შეიარაღებული ძალების უშუალო მომზადების სრული ციკლის შემუშავება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად".


როგორვ BBC აღნიშნავს,  რუსეთის შეირაღებულ ძალებში მიმდინარე შემოწმებას ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონში. როგორც პენტაგონში აღნიშნეს, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ რუსეთი არსებული შეთანხმებების ფარგლებში შესაბამის ვალდებულებებს შეასრულებს და მეზობელ სახელმწიფოებს, შემოწმების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.


რუსეთში დაწყებული შემოწმება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner