logo_geo
eng_logo
გენერალი მარკ მილი: უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, რომელიც განისაზღვრება მთელი უკრაინიდან, მათ შორის ყირიმიდან რუსების გაძევებით, იმის ალბათობა, რომ ეს მალე მოხდება, სამხედრო თვალსაზრისით არ არის დიდი
- +

17 ნოემბერი. 2022. 20:50

უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, რომელიც განისაზღვრება მთელი უკრაინიდან, მათ შორის ყირიმიდან რუსების გაძევებით, იმის ალბათობა, რომ ეს მალე მოხდება, სამხედრო თვალსაზრისით არ არის დიდი, - განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ.

მარკ მილის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური გამოსავალი, როდესაც რუსები პოლიტიკურად გავლენ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა უკრაინის შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ბრძოლის ველზე წარუმატებლობა განიცადა.

„რუსები დამარცხდნენ სტრატეგიულად, ისინი დამარცხდნენ ოპერატიულ დონეზე და ვიმეორებ, ისინი დამარცხდნენ ტაქტიკურად. მათ არ გამოუვიდათ არაფერი, რის მიღწევასაც ცდილობდნენ“, - განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მილიმ რუსეთი უკრაინაზე ტერორის კამპანიის დაწესებაში დაადანაშაულა, რაც ქალაქებსა და ენერგეტიკულ სადგურებზე თავდასხმებში გამოიხატება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner